Accessibility links

logo-print

ეგვიპტური კომპანია მსხვილ ინვესტიციას ჩადებს ქუთაისში


ეგვიპტური კომპანია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას შექმნის ქუთაისში. ამის შესახებ დღეს განაცხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ლაშა ჟვანიამ. მისი ცნობით, კომპანია "ფრეში", რომელიც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქციას აწარმოებს, 27 ჰექტარ ფართობზე თორმეტ ქარხანას ააშენებს და რამდენიმე ათას ადამიანს დაასაქმებს. საქართველოს მთავრობა და ეგვიპტური კომპანია 6 აპრილს მოაწერენ ხელს მემორანდუმს.
XS
SM
MD
LG