Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს ვლადიკავკაზის მერის მკვლელობაში ბრალდებული პირები


რუსეთის პროკურატურამ ვლადიკავკაზის მერის, ვიტალი ყარაევის მკვლელობის ორგანიზატორი და შემსრულებელი დააკავა. ორივე მათგანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მკვიდრია. რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მკვლელობის ორგანიზატორია დმენისელი ოლეგ გაგიევი, შემსრულებელი კი - ცხინვალელი ალექსანდრე ჯუსოევი. მათ ბრალად ედებათ ჩრდილოეთ ოსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის ყაზბეგ პაგიევისა და მისი მძღოლის მკვლელობაც. ისინი ვლადიკავკაზში შარშან დეკემბერში მოკლეს, ქალაქის მერი კი - ნოემბერში.
XS
SM
MD
LG