Accessibility links

logo-print

ლონდონის სამიტის ამბიციური ამოცანები


ბარაკ ობამა, დმიტრი მედვედევი და ჰუ ძინტაო G-20 სამიტზე

ბარაკ ობამა, დმიტრი მედვედევი და ჰუ ძინტაო G-20 სამიტზე

მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 20 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ რათა გლობალურ ფინანსურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა შეიმუშაონ.

ლონდონში, მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 20 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ რათა გლობალურ ფინანსურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა შეიმუშაონ. კრიზისისა რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყველაზე მძიმე კრიზისი უწოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ სამიტის მონაწილენი კონსენსუს მიაღწევენ. ოცეულის შეხვედრის დაწყებამდე მის მონაწილეებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ფინანსური ბაზრების დახმარებებსა და რეგულირების ბალანსის თაობაზე.

ლონდონის ოცეულის სამიტი და 1944 წელს ბრეიტონ-ვუდსის კონფერენცია ძალიან წააგავს ერთმანეთს. მაშინდელი გადაწყვეტილებები საფუძვლად დაედო თანამედროვე ფინანსური სისტემას, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიოს ბანკს.

ახლაც ოცეულის ლიდერები ცდილობენ საფუძველი ჩაუყარონ ახალ ფინანსურ სისტემას. თუმცა კი პრობლემების სიუხვის გამო ცხადი ხდება რომ ყველაფრის გადაწყვეტა ერთ დღეში ვერ მოხერხდება. მითუმეტეს რომ პრინციპული სხვაობაა მონაწილე ქვეყნების შეხედულებებში.

ვაშინგტონის აზრით ძირიტადი აქცენტი უნდა გაკეთდეს სახელმწიფო დაფინანსების გაზრდაზე, რაც ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს. ხოლო ევროპის ქვეყნების ნაწილისთვის პრიორიტეტულია ბაზრის რეგულირების გამკაცრება.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სამიტის დემონსტრაციულად დატოვებითაც კი დაიმუქრა თუ სხვა ქვეყნები არ დათანხმდებიან გლობალური ფინანსირების წესების გამკაცრებას.

ოცეულის შეკრების წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მართალია ლიდერები ყველა პუნქტზე ვერ შეთანხმდებიან, მაგრამ უთანხმოება არ უნდა იყოს ძირითად საკითხებთან დაკავშირებითო.

რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ლიდერები:

უპირველეს ყოვლისა ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების 500 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდა. რაც კრიზისში მყოფი განვითარებადი ქვეყნების დახმარებაზე დაიხარჯება.

ლიდერებმა ასევე შეიძლება მოილაპარაკონ ისეთი ბანკების დაფინანსების გაზრდაზე რომლებიც კრედიტებს გასცემენ რარიბი ქვეყნებისთვის.

ეს კარგი იქნებოდა განვითარებადი ქვეყნებისთვისო ამბობს ლონდონის კვლევითი ცენტრის ”ჩეთემ ჰაუსის” ექსპერტი ვანესა როსი:

” უცნაურად გამოიყურება ამაზე ლაპარაკი ოცეულის აქციების ფონზე, მაგრამ განვითარებადი ქვეყნები ამით უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ და ეს დიდი პლუსია იქ სადაც პრობლემებია - განვითარებად ქვეყნებში. ისინი სირთულეებს განიცდიან ახალი სტრატეგიის ძიებაში საკუთარი ეკონომიკების გამოსაცოცხლებლად.”

ვარაუდობენ რომ სამიტზე ოცეულის ახალი წევრები ჩინეთი და ინდოეთი მოითხოვენ, რომ მათ უფრო მეტი როლი მიენიჭოთ მსოფლიოს ეკონომიკურ პროცესებში.

ლიდერები სავარაუდოდ იმაზეც შეთანხმდენბიან, რომ გაიზარდიოს ახალი წევრების მონაწილეობა ისეთ ინსტიტუტებში როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
მაგრამ სამიტის კომუნიკეს პროექტში რომელიც სააგენტო რეიტერმა გაავრცელა არაფერია ნათქვამი ამის შესახებ.

კალიფორნიის ჰოვერის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლის მიშელ ბერნშტამის კომენტარი:

”ჩინეთი გაიზარდა, ინდოეთი გაიზარდა, ამიტომ მათ უნდათ გაზარდონ თავიანთი კვოტები საერთაშორისო სავალუტო ფონდში და უფრო მეტი ფული დააბანდონ. ამის წინააღმდეგი არავინ იქნება, მაგრამ ერთ დღეს შეიძლება გაჩნდეს პრობლემა თუ აღმოჩნდა რომ ჩინეთი და სხვა ქვეყნები ისე გაიზარდნენ მსოფლიოს ეკონომიკის მოცულობაში, რომ მათ ექნებათ უფრო მეტი ხმა ვიდრე შეერტებულ შტატებს და ევროპას ერთად არებულს. მაგრამ ჯერჯერობით საკითხი ასე არ დგას.”

ლიდერები ასევე შეტანხმდებიან ისეთი ფინანსური ინსტიტუტების რეგულირების გამკაცრებაზე რომლესაც დიდი რესურსები გააჩნიათ და საფრთხეს უქმნიან ფინანსურ სტაბილურობას. თუმცა აშშ არ არის გლობალური რეგულირების მომხრე. კომუნიკეს პროეტში მხოლოდ ლაპარაკია მარეგულირებელ ორგანოთა შორის კოორდინაციაზე.

რაც შეეხება ვაჭრობას, სავარაუდოა, რომ ლიდერები ვალდებულებას იკისრებენ თავი აარიდონ პროტექციონიზმს. თუმცა კი გასული წლის მიწურულს ოცეულის წევრი სახელმწიფოტა დიდმა უმრავლესობამ პროტექციონისტურ ზომებს მიმართა. ექსპერტები ამბობენ რომ თუ ამაზე შეთანხმება მოხერხდა მისი დაცვა სათუო იქნება რადგან არ არსებობს შეთანხმების დაცვის მექანიზმები.

ყველა აღიარებს, მათ შორის სამიტის მასპინძელი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი რომ მოლაპარაკებები ძალიან რთული იქნება.
XS
SM
MD
LG