Accessibility links

logo-print

მოსკოვი საქართველოს პრეზიდენტს "რევანშის" მზადებაში ადანაშაულებს


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რევანშისთვის ემზადება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პერს-მდივანმა ანდრეი ნესტერენკომ დღეს მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელიც მან თბილისში გააკეთა უმაღლესი რანგის ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირის, გენერალ ჯეიმს კარტრაიტის ვიზიტის დროს: რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები "გაცილებით უფრო ძლიერი" იქნება. ნესტერენკოს თქმით, სააკაშვილის განცხადებები აჩვენებს, რომ ომმა თბილისს ვერაფერი ასწავლა და ის რევანშის ასაღებად ემზადება.
XS
SM
MD
LG