Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი შაშკინი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა


თბილისში გაიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან. როგორც შაშკინმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეთანხმება ერთადერთ საკითხთან დაკავშირებით მოხდა: კერძოდ, შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო კომისიის ჩამოსაყალიბებლად. ეს კომისია კი იმუშავებს საკონსტიტუციო რეფორმების შესამუშავებლად. დიმიტრი შაშკინმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დიალოგისკენ არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს. მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკება აწარმოოს იმ პარტიების ლიდერებთან, რომლებიც დღეს შეხვედრაზე არ მივიდნენ. ოპოზიციასთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ორშაბათს გაიმართება.
XS
SM
MD
LG