Accessibility links

logo-print

ოცეულის სამიტი შეთანხმებით დასრულდა


“ოცეულის” სამიტზე შეთანხმდნენ ახალი გლობალური საფინანსო წყობის შექმნასა და ეკონომიკური აღმასვლისთვის საფუძვლის ჩაყრაზე. მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ლიდერთა მოლაპარაკების შემდეგ სამიტის მასპინძელმა, გორდონ ბრაუნმა გამოაცხადა, რომ “ოცეულის” წევრები განახორციელებენ ყველა დროის უდიდეს ეკონომიკურ მასტიმულიზებელ პროგრამას. ბრაუნის თქმით, სამიტზე შეთანხმნენ, რომ გლობალური ეკონომიკისთვის ახალი რესურსების სახით გამოყოფენ ერთ ტრილიონ დოლარს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.

XS
SM
MD
LG