Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში 5 ექსტრემისტი მოკლეს


ავღანეთში ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მრავალეროვანი კოალიციის წევრებმა და ავღანელმა ჯარისკაცებმა ხუთი ექსტრემისტი მოკლეს სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. 4 ექსტრემისტი, მათ შორის თალიბანის ადგილობრივი მეთაური, წუხელ განხორციელებული რეიდის დროს მოკლეს. მეხუთე ექსტრემისტი კი გუშინ, კოალიციის პატრულზე მეამბოხეების თავდასხმის დროს. ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, 50-ზე მეტი ექსტრემისტია მოკლული ბოლო დღეების შეტაკებებისა და საჰაერო იერიშების შედეგად ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც ექსტრემისტების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია და ოპიუმის უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG