Accessibility links

logo-print

რასმუსენი ადასტურებს, რომ ნატოს გენერალური მდივნობის კანდიდატია


დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს დაადასტურა, რომ ნატოს გენერალური მდივნობის კანდიდატებს შორისაა. მოსალოდნელია, რომ ნატოს საიუბილეო სამიტზე ალიანსის მომავალი გენერალური მდივნის ვინაობაზეც იმსჯელებენ. მაგრამ რასმუსენის კანდიდატურას ეწინააღმდეგება თურქეთი - რასმუსენის პოზიციის გამო 2006 წელს წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურებით გამოწვეულ სკანდალში. რასმუსენი აზრის გამოთქმის თავისუფლებას მიემხრო. ნატოს გენერალური მდივნობის კანდიდატად ითვლება ასევე პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რადოსლავ შიკორსკი. ალიანსის ამჟამინდელი გენერალური მდივნის, იაპ დე ჰოოპ სხფერის ვადა ზაფხულში ამოიწურება.
XS
SM
MD
LG