Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ლიდერები საიუბილეო სამიტზე იკრიბებიან


დღეს იწყება ნატოს საიუბილეო სამიტი. ალიანსის დაფუძნების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილ შეკრებას საფრანგეთი და გერმანია მასპინძლობენ. ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები დღეს გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში იკრიბებიან, ხვალ კი სამიტს სტრასბურგი და კელი უმასპინძლებენ. სამიტის მთავარ თემებს შორისაა ალიანსის მისია ავღანეთში და ურთიერთობა რუსეთთან. ამავე სამიტზე, საფრანგეთი ოფიციალურად დაუბრუნდება ნატოს სამხედრო მმართველობის სტრუქტურას, რომელსაც 1966ს წელს გამოეთიშა და მიესალმებიან ალიანსის ორ ახალ წევრს - ხორვატიასა და ალბანეთს. სამიტის დაწყებამდე სტრასბურგში გაიმართა ნატოს მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები.
XS
SM
MD
LG