Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა ამთავრებს მზადებას რაკეტის გასაშვებად


აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა რაკეტის გასაშვებად მზადების ბოლო ეტაპზეა. ფხენიანს ნათქვამი აქვს, რომ 4-დან 8 აპრილამდე პერიოდში აპირებს სატელეკომუნიკაციო თანამგზავრის გაშვებას ორბიტაზე. მაგრამ აშშ-ის, სამხრეთ კორეის და იაპონიის ვარაუდით, ჩრდილოეთი კორეა სინამდვილეში აპირებს გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტის გამოცდას. თეთრი სახლის პრეს-მდივან რობერტ გიბსის განცხადებით, აშშ ასეთ გამოცდას ჩათვლიდა გაეროს უშიშროების საბჭოს 2006 წლის რეზოლუციის “პროვოკაციულ დარღვევად”.
XS
SM
MD
LG