Accessibility links

logo-print

სარკოზი მხარს უჭერს აშშ-ის ახალ სტრატეგიას ავღანეთში


საფრანგეთი მხარს უჭერს აშშ-ის ახალ პოლიტიკურ კურსს ავღანეთთან მიმართებით. ამ შინაარსის განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გააკეთა სტრასბურგში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ. ობამას გეგმით, რომელიც მან გასულ თვეში წარმოადგინა, შეერთებული შტატები ავღანეთში დამატებით 21 000 ჯარისკაცს განათავსებს. ავღანეთის სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის ახალ სტრატეგიას ობამა ხვალ წარუდგენს ნატოელ მოკავშირეებს. დღეს კი, ალიანსის სამისტის დაწყებამდე, ობამა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც ხვდება.
XS
SM
MD
LG