Accessibility links

logo-print

შემუშავებულია რუსეთთან ერთად „ენგურჰესის“ მართვის წინასწარი პროექტი


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, უკვე შემუშავებულია რუსეთთან ერთად „ენგურჰესის“ მართვის წინასწარი პროექტი. ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, საქართველოს მთავრობა იმ შემთხვევაში დათანხმდება მომავალი შეთანხმების გაფორმებას, თუ დოკუმენტის პირობები ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ამაღლებას. ხეთაგურმა დღეს ვერ დაასახელა „ენგურჰესის“ ერთობლივად მართვის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკების დასრულების ვადა.
XS
SM
MD
LG