Accessibility links

logo-print

ობამა მიუთითებს რუსეთთან უთანხმოებაზე საქართველოში ინტერვენციის გამო


ნატოს სამიტის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამამ ორმხრივი შეხვედრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. სარკოზისთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ობამამ ოპტიმისტურად შეაფასა რუსეთთან აშშ-ის ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივა, თუმცა მიუთითა მოსკოვთან უთანხმოებაზე ზოგ საკვანძო საკითხში. მისი განცხადებით: [ობამას ხმა] “მე ვაკრიტიკებდი საქართველოში რუსეთის ინტერვენციას და ახლაც მჯერა, რომ პრეზიდენტ სარკოზის შთამბეჭდავი ძალისხმევის მიუხედავად, ეშუამავლა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, დღემდე არ მომხდარა ვითარების სტაბილიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ რუსეთს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ გვსურს მასთან თანამშრომლობა, მაგრამ ვერ დავუბრუნდებით მუშაობის ძველ სტილს”. ამავე პრეს-კონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს აშშ-ის ახალ პოლიტიკურ კურსს ავღანეთთან მიმართებით. ობამას გეგმით, რომელიც მან გასულ თვეში წარმოადგინა, გათვალისწინებულია ავღანეთში სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის ხელშეწყობა სამოქალაქო სექტორის დახმარების გაზრდითა და დამატებით 21 000 ჯარსიკაცის განთავსებით.
XS
SM
MD
LG