Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა მალე აპირებს გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტის გაშვებას


ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ფხენიანი მალე აპირებს გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტის გაშვებას. მანამდე ჩრდილოეთ კორეას ნათქვამი აქვს, რომ 4-დან 8 აპრილამდე პერიოდში გააგზანვის თანამგზავრს ორბიტაზე. შეერთებული შტატები, იაპონია და სამხრეთი კორეა კი ვარაუდობენ, რომ ფხენიანი სინამდვილეში აპირებს გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტის გამოცდას. იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჰიროფუმი ნაკასონეს განცხადებით: [ნაკასონეს ხმა] “ბოლო მომენტშიც კი იმედი გვაქვს, რომ ჩრდილოეთი კორეა უარს იტყვის რაკეტის გაშვებაზე. თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომზადებული ვიყოთ, თუ ამას მაინც გააკეთებს.” გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საპასუხო ზომებს მიმართავს, თუ ჩრდილოეთი კორეა რაკეტას გაუშვებს.
XS
SM
MD
LG