Accessibility links

logo-print

ოპოზიცია განაგრძობს აქციებს საქართველოს რეგიონებში


ოპოზიცია დღესაც აგრძელებს აქციებს საქართველოს რეგიონებში. მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები ოზურგეთსა და ზუგდიდში იმართება. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” მოძრაობის “ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიასაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოპოზიციას მნიშვნელოვნად მაჩნია მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია ოპოზიციის გეგმების, 9 აპრილის აქციების შესახებ და იმაზეც, რატომ დგას დღეს ხელისუფლების შესცვლის მოთხოვნა. ბესელიას თქმით, ოპოზიციას დაგეგმილი აქვს 9 აპრილის ადგილობრივი საორგანიზაციო შტაბების შექმნა. ისინი კოორდინაციას გაუწევენ აქციებს რეგიონებში.
XS
SM
MD
LG