Accessibility links

logo-print

ევროკავშირი თურქეთს აკრიტიკებს რასმუსენის კანდიდატურის უარყოფის გამო


ევროკავშირის განცხადებით, წინააღმდეგობა, რომელსაც თურქეთი უწევს დანიის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე, ავნებს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პერსპექტივას. ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, ოლი რენი გამოთქვამს შეფასებას, რომ თურქეთის პოზიცია უთუოდ წამოჭრის შეკითხვას ევროკავშირის წევრებსა და მოქალაქეებში, რამდენად გათავისებული აქვს თურქეთს ისეთი ევროპული ფასეულობა, როგორიც არის აზრის გამოთქმის თავისუფლება. თურქეთი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე დანიიის პერმიერ-მინისტრ ანდერს ფოგ რასმუსენის კანდიდატურის წინააღმდეგია იმის გამო, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებით გამოწვეული სკანდალის დროს რასმუსენმა დაიცვა პუბლიკაცია, აზრის გამოთქმის თავისუფლებაზე მითითებით.
XS
SM
MD
LG