Accessibility links

logo-print

პაკისტანში სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანში სავარაუდოდ ამერიკელი სამხედროების მიერ მოწყობილი სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, შაბათს განხორციელებული დარტყმა მიმართული იყო შენობის წინააღმდეგ ჩრდილოეთ ვაზირისტანში. ამავე წყაროს ცნობით, დაღუპულებს შორის სამოქალაქო პირები არიან. ვარაუდობენ, რომ შეერთებულ შტატების 30-ზე მეტი ასეთი დარტყმა აქვს განხორციელებული პაკისტანში, ავღანეთთან საზღვრის მიმდებარე რეგიონში, საიდანაც ექსტრემისტებს იერიშები მიაქვთ ხოლმე აშშ-ისა და ნატოს ჯარისკაცების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG