Accessibility links

logo-print

ნატოს ლიდერები ავღანეთში ალიანსის მისიისადმი მხარდაჭერას გამოთქვამენ


ნატოს საიუბილეო სამიტის დასასრულს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა სტრასბურგში განაცხადა, რომ ნატოს ლიდერებმა ავღანეთში ალიანსის მისიის მხარდაჭერის პირობა დადეს. მანამდე სამიტის ორივე მასპინძელი ქვეყნის ლიდერებმა - საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა - შეაქეს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ახალი სტრატეგია ავღანეთში. დღევანდელ სამიტზე მიესალმნენ ალიანსის ორ ახალ წევრს, ხორვატიასა და ალბანეთს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც პირველად მონაწილეობდა ნატოს სამიტში, განაცხადა, რომ ალიანსის კარი ღია რჩება ახალი წევრებისთვის.
XS
SM
MD
LG