Accessibility links

logo-print

ნატოს სამიტი დასრულდა დეკლარაციით, რომელიც საქართველოსაც ეხება


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ის კმაყოფილია ნატოელი მოკავშირეების დაპირებით,რომ მტკიცე და ერთსულოვან მხარდაჭერას გაუწევენ ავღანეთში აშშ-ის ახალ სტრატეგიას. ამ შინაარსის განცხადება ობამამ გააკეთა სტრასბურგში, ნატოს საიუბილეო სამისტის დასასრულს. [ობამას ხმა] “ნატოში ყველას ესმის, რომ ალ-ყაიდა საფრთხეს გვიქმნის ყველას და რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენმა კოლექტიურმა ძალისხმევამ უნდა მიაღწიოს თავის მიზნებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ნატოელმა მოკავშირეებმა მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოუცხადეს ჩვენს ახალ სტრატეგიას”. ნატოს საიუბილეო სამიტის დასასრულსვე მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც საუბარი ეხება საქართველოსაც. კერძოდ, ნათქვამია, რომ ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო შეძლებენ ნატოში გაწევრიანებას და რომ ევროატლატნიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები უკრაინასა და საქართველოში. დეკლარაციაში გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. იქვე ნატო რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს აგვისტოს ომის შემდეგ ნაკისრი ვალდებულებები.
XS
SM
MD
LG