Accessibility links

logo-print

ობამას მოწოდება: მსოფლიო ატომური იარაღის გარეშე


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს პრაღაში გამოვიდა მოწოდებით, მოისპოს ატომური იარაღი მთელს მსოფლიოში. პრაღის ცენტრში, 30 000-მდე ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ობამამ განაცხადა, რომ აშშ აპირებს ატომური იარაღის როლის შემცირებას თავისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. მანვე ისაუბრა გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს აკრძალული იარაღის გავრცელებისთვის ბოლოს მოღებას. ობამას თქმით, შეერთებულ შტატების აქვს მორალური ვალდებულება, მიმართოს ზომებს ატომური იარაღის წინააღმდეგ. ობამას განცხადებით: “შეერთებულ შტატებს, როგორც ერთადერთ სახელმწიფოს, რომელსაც გამოყენებული აქვს ატომური იარაღი, ეკისრება მორალური ვალდებულება, იმოქმედოს. ამ საქმეში მარტო ვერ შევძლებთ წარმატების მიღწევას, მაგრამ შეგვიძლია ლიდერის როლის ვიკისროთ, შეგვიძლია დავიწყოთ. ასე რომ დღეს ვაცხადებ - მკაფიოდ, და დაბეჯითებით -ამერიკის გადაწყვეტილების შესახებ, ვიმუშაოთ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე მსოფლიოსთვის ატომური იარაღის გარეშე”. დღესვე ბარაკ ობამა მონაწილეობს ამერიკა-ევროკავშირის სამიტში. ჩეხეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა. პრაღაში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით უსაფრთხოების მკაცრი ზომებია შემოღებული, განთავსებულია ათასობით პოლიციელი და ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG