Accessibility links

გაერო ჩრდილოეთ კორეის შესახებ იმსჯელებს


South Korea -- A shop displays special news broadcasted in downtown Seoul on 05Apr2009

South Korea -- A shop displays special news broadcasted in downtown Seoul on 05Apr2009

გაეროს უშიშრეობის საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს ჩრდილოეთ კორეის მიერ გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტის გასროლასთან დაკავშირებით. საგანგებო შეკრება მოთიხოვეს შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ - ფხენიანის მოქმედებით გამოწვეული საერთაშორისო კრიტიკის ფონზე. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრეს-მდივან ლი დონ-კვანის განცხადებით, რაკეტის გასროლა ემუქრება უსაფრთხოებას მსოფლიოში: “ჩვენ გაწბილებული ჩრდილოეთ კორეის გაუაზრებელი მოქმედებით, რომელიც გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტის გასროლით სერიოზულად ემუქრება უსაფრთხოებას კორეის ნახევარკუნძულზე და მსოფლიოში”. რაკეტის გასროლა ასევე დაგმო, მას "პროვოკაციული ქმედება" უწოდა აშშ-მა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ჩინეთი და რუსეთი კი სიმშვიდის და თავშეკავებისაკენ მოწოდებით გამოდიან. იაპონიის განცხადებით, რაკეტამ იაპონიის ტერიტორიას გადაუფრინა, ვიდრე წყნარ ოკეანეში ჩავარდებოდა.
XS
SM
MD
LG