Accessibility links

აშშ უარს არ ამბობს ევროპაში ანტისარაკეტო სისტემაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა პრაღაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ, სანამ ირანიდან პოტენციური ატომური საფრთხე მომდინარეობს, აშშ არ იტყვის უარს ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმაზე. თუ ირანიდან მომდინარე საფრთხე მოისპო, ობამას შეფასებით, უფრო ძლიერი საფუძველი ექნება უსაფრთხოებას და აღარ იარსებებს ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების მთავარი მოტივი. შეერთებული შტატების გეგმით, ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტები ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში უნდა განთავსდეს. მაგრამ ეს გეგმა რუსეთის მწვავე უკმაყოფილებას იწვევს.
XS
SM
MD
LG