Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება


მაკედონიაში უსაფრთხოების მკაცრი ზომები ახლავს საპრეზიდენტო არჩევნების დღევანდელ, მეორე ტურს. ხელისუფლება ცდილობს, არ დაუშვას არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის და დარღვევების გამეორება, რაც გააუარესებდა ნატოსა და ევროკავშირში მაკედონიის გაწევრიანების პერსპექტივას. ელექტორატმა არჩევანი უნდა გააკეთოს მმართველი ცენტრისტული-მემარჯვენე პარტიის წარმომადგენელ გეორიე ივანოვს და სოციალ-დემოკრატების კანდიდატ ლიუბომირ ფრჩკოვსკის შორის. მათ საუკეთესო შედეგი აჩვენეს საპრეზიდენტო არჩევნების წინა, ორი კვირის წინანდელ ტურში.
XS
SM
MD
LG