Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებამ ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა


საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში საზოგადოების სრულიად განსხვავებული ჯგუფებიდან (იქნება ეს პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ჯგუფები, ხელისუფლება თუ ოპოზიციის ნაწილი) საკმაოდ ხშირად გაისმის მოწოდება დიალოგისკენ. თუმცა, ამას არათუ დიალოგამდე არ მიჰყავს მხარეები, დიალოგის მოლოდინსაც კი არ ზრდის. რა ვითარებაა რეალურად? რატომ მიდის პროცესი დაპირისპირების გამწვავებისკენ? როგორ და რა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს აპრილის აქციებმა მხარეთა პოზიციები? ამ საკითხებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია დიალოგის ინიციატორი ორი ჯგუფის - ექსპერტთა კლუბის წევრი - ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე და ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის წევრი ნიკოლოზ ლალიაშვილი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG