Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ


გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც ჩრდილოეთი კორეის მიერ შორმანძილიანი რაკეტის გაშვების საკითხზე მსჯელობდნენ, რაიმე დაუყოვნებელი მოქმედების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე კვირაში მიუბრუნდებიან საკითხის განხილვას. კვირას საგანგებო შეკრების გამართვა მოითხოვეს აშშ-მ და იაპონიამ - ფხენიანის მოქმედებით გამოწვეული საერთაშორისო კრიტიკის ფონზე. სამხრეთი კორეის პრეზიდენტის პრეს-მდივან ლი დონ-კვანის განცხადებით, რაკეტის გაშვება ემუქრება უსაფრთხოებას მსოფლიოში. ლი დონ-კვანის აცხადებს: “ჩვენ გაწბილებული ჩრდილოეთი კორეის გაუაზრებელი მოქმედებით, რომელიც გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტის გასროლით სერიოზულად ემუქრება უსაფრთხოებას კორეის ნახევარკუნძულზე და მსოფლიოში”. რაკეტის გასროლა ასევე დაგმო, მას "პროვოკაციული ქმედება" უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ჩინეთი და რუსეთი კი სიმშვიდის და თავშეკავებისაკენ მოწოდებით გამოდიან. იაპონიის განცხადებით, რაკეტამ იაპონიის ტერიტორიას გადაუფრინა, ვიდრე წყნარ ოკეანეში ჩავარდებოდა. 5 აპრილს ჩრდილოეთი კორეის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, საუბარი კლინტონის ინიციატივით შედგა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ საუბარი შეეხებოდა ”ჩრდილოეთი კორეის მიერ დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის” გაშვებას.
XS
SM
MD
LG