Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აპრილის აქციის ინიციატორი პარტიები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ


9 აპრილის საპროტესტო აქციის ინიციატორი და მხარდამჭერი პარტიების ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს ისინი მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, თეთრიწყაროსა და წალკაში ჩავლენ. ხვალ კი გორში იგეგმება შეხვედრის გამართვა. სააგენტოების ცნობით, ოპოზიცია აქციების გამართვას ერთდროულად რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის შენობის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გეგმავს. დაგეგმილია აგრეთვე შავნაბადის რეზიდენციის მიმართულებით მიმავალი გზატკეცილის გადაკეტვა. აქცია 9 აპრილს 14 საათზე დაიწყება. საორგანიზაციო შტაბმა თბილისის მერიას აქციის ჩატარების შესახებ ოფიციალურად 3 აპრილს აცნობა.
XS
SM
MD
LG