Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე კახა ხანდოლიშვილზე თავდასხმას აპროტესტებს


„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მისი მეუღლის არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელზე კახა ხანდოლიშვილზე თავდასხმა ხელისუფლების მიერ ოპოზიციის დაშინების კიდევ ერთ მცდელობად შეაფასა. ხანდოლიშვილი გასულ ღამით ნიღბიანმა პირებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც, როგორც თავად ამბობს, ხრამში გადააგდეს. გასულ ღამით საკუთარ სახლთან სცემეს კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტის უფროსი დავით ოქიტაშვილიც. მასზე თავდასხმის წინასწარ ვერსიად პოლიცია ყაჩაღობის მცდელობას განიხილავს.
XS
SM
MD
LG