Accessibility links

logo-print

მოლდავეთში არჩევნები კომუნისტებმა მოიგეს


მოლდავეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი უდგას სათავეში, წინასწარი მონაცემებით, ხმების 49,9 პროცენტი მოაგროვა საპარლამენტო არჩევნებში. ეს შედეგი მას საშუალებას აძლევს, უმრავლესობა მოიპოვოს 101-ადგილიან პარლამენტში, რომელმაც ვორონინის მემკვიდრე უნდა აირჩიოს. ვორონინი 2001 წლიდანაა ამ თანამდებობაზე და კონსტიტუციით აღარა აქვს მესამე ვადით არჩევის უფლება. სამმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად 35 პროცენტი მოაგროვა. საარჩევნო ორგანოების წარმომადგენელთა თქმით, კენჭისყრაში ამომარჩეველთა 59-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. დღეს რამდენიმე ათასმა ადამიანმა არჩევნების საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყო დედაქალაქ კიშინოვში.




XS
SM
MD
LG