Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ობამაზე თავდასხმა აღკვეთეს


პოლიციამ დააპატიმრა კაცი, რომელიც თურქეთში ბარაკ ობამას ვიზიტისას მასზე თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა ორშაბათს გაავრცელა. სამსახურის წარმომადგენლის, ედ დონოვანის თქმით ეჭვმიტანილი თურქეთის პოლიციამ სტამბულში, გასულ პარასკევს დააკავა და ობამას, რომლის ვიზიტიც ორი დღის შემდეგ იწყებოდა, საფრთხე არ დამუქრებია. დაცვის სამსახურმა ეჭვმიტანილის შესახებ მეტი ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია.
XS
SM
MD
LG