Accessibility links

logo-print

მედვედევი და პუტინი საკუთარ შემოსავლებს ამჟღავნებენ


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გასულ წელს 4.1 მილიონი რუბლი (124 ათასი დოლარი) გამოიმუშავა, რაც პრემიერ მინისტრის, ვლადიმირ პუტინის შემოსავალზე 13 პროცენტით ნაკლებია - ამის გაგება რუსეთის ლიდერების 2008 წლის საშემოსავლო დეკლარაციებიდან არის შესაძლებელი. მედვედევმა ასევე გაამჟღავნა, რომ ბანკში 85 ათას დოლარიანი ანგარიში აქვს გახსნილი და მეუღლესთან ერთად ფლობს 368 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას. რუსეთის პრეზიდენტის ოჯახს ერთი მანქანა აქვს - პირველი ლედის ”ფოლკსვაგენ გოლფი”. პუტინის დეკლარაციის მიხედვით კი მან შარშან 4.7 მილიონი რუბლი (141 ათასი დოლარი) გამოიმუშავა. პუტინს 77 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა აქვს, ეკუთვნის 1500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა და ფლობს ორ საკოლექციო რუსულ ავტომანქანას.
XS
SM
MD
LG