Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში დაღუპულთა რაოდენობა 179-მდე გაიზარდა


იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 179-ს აღწევს, 34 კი უგზო უკვლოდ არის დაკარგული. ათიათასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.

მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა მათ ხელს ძლიერი წვიმა უშლიდა. 6.2 ბალიანი მიწისძვრა 6 აპრილს, დილის 3 საათსა და 30 წუთზე მოხდა. ყველაზე უფრო დაზარალდა რომიდან აღმოსავლეთით, ას კილომეტრზე მდებარე ქალაქი ლ'აკვილა, სადაც მიწასთანაა გასწორებული საცხოვრებელი შენობები და ისტორიული ტაძრები.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა და მოსკოვში ვიზიტი გააუქმა.
XS
SM
MD
LG