Accessibility links

მოლდავეთში ათასობით ადამიანი აპროტესტებს კომუნისტების გამარჯვებას


დღეს მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიმართ პროტესტის ნიშნად. კომუნისტურმა პარტიამ, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი უდგას სათავეში, ხმების დაახლოებით 50 პროცენტი მოაგროვა და საპარლამენტო უმრავლესობა გაინაღდა. ეს კომუნისტებს ახალი პრეზიდენტის არჩევის საშუალებას მისცემს. ვორონინს, რომელიც ორი ვადით იყო არჩეული პრეზიდენტად, კონსტიტუცია უკრძალავს ამ თანამდებობის მესამე ვადით დაკავებას.
XS
SM
MD
LG