Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ბაღდადში ჩავიდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერაყში ჩავიდა პირველად მას მერე, რაც პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა იანვარში. ვიზიტი წინასწარ არ ყოფილა გამოცხადებული. ამ ვიზტით ის ასრულებს თავის რვადღიან ტურნეს, რომლის მანძილზეც მან ევროპაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური ოცეულისა და ნატოს სამიტებში და ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა თურქეთს. თეთრი სახლის თანახმად, ობამა ხვდება შეერთებული შტატების ჯარების სარდლობას და ჯარებს და ტელეფონით ესაუბრება ერაყის ლიდერებს. საუბრები ტელეფონით შედგება, ვინაიდან უამინდობამ ხელი შეუშალა ვერტმფრენით მოგზაურობას და ვერ მოხერხდა მათთან პირადი შეხვედრა.
XS
SM
MD
LG