Accessibility links

logo-print

ობამა: შემდეგი 18 თვე შეიძლება კრიტიკული იყოს ერაყისთვის


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს განაცხადა, რომ შემდეგი 18 თვე კრიტიკული იქნება ერაყისთვის, როცა ამერიკის ჯარები დატოვებენ ქვეყანას. მისი თქმით, დროა, ერაყელებმა თავად გადაიბარონ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისთვის. დღეს ობამა ერაყში ჩავიდა პირველად მას მერე, რაც პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა იანვარში. ვიზიტი წინასწარ არ ყოფილა გამოცხადებული. ის შეხვდა შეერთებული შტატების ჯარების სარდლობას და მოინახულა ბაღდადის მახლობლად განთავსებული ამერიკის ჯარი. მოგვიანებით ის სამხედრო ბაზაზე შეხვდა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკის. ამ ვიზ/ტით ობამამ დაასრულა თავისი რვადღიანი ტურნე, რომლის მანძილზეც მან ევროპაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური ოცეულისა და ნატოს სამიტებში და ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა თურქეთს.
XS
SM
MD
LG