Accessibility links

logo-print

მოლდავეთში მომხდარი არეულობისას ერთი ქალი დაიღუპა


დღეს გამთენიისას მოლდავეთში სამართალდაცავებმა დაიბრუნეს პრეზიდენტის სასახლესა და პარლამენტის შენობაზე კონტროლი. გავრცელებული ცნობით, ერთი ქალი დაიღუპა და 100-მდე ადამიანია დაშავებული სამშაბათს სამართალდამცავებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად. დაპატიმრებულია აქციის მრავალი მონაწილე. მოქალაქეების აღშფოთება საპარლამენტო არჩევნებში კომუნისტების გამარჯვებამ გამოიწვია. კომუნისტურმა პარტიამ პარლამენტში 61 ადგილი მოიპოვა და საპარლამენტო უმრავლესობა გაინაღდა. ეს კომუნისტებს ახალი პრეზიდენტის არჩევის საშუალებას მისცემს. კომუნისტი პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი, რომელიც მეორე ვადით არის არჩეული, ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს სამართლიანად აფასებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა კომუნისტურ პარტიას მიულოცა წარმატება არჩევნებში და მხარეებს ვითარების მშვიდობიანად და სწრაფად მოგვარებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირი, შეერთებული შტატები და გაერო მხარეებს ძალადობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG