Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250-ს მიაღწია


იტალიის ხელისუფლების ცნობით, ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს მიაღწია. სამაშველო სამუშაო გუშინ შეაფერხა მიწისძვრის შემდგომმა ბიძგებმა, რამაც კიდევ გამოიწვია ნგრევა. მაშველებმა გუშინ 20 წლის გოგონას გადარჩენა იზეიმეს. ის ნანგრევებიდან მიწისძვრიდან 40 საათის შემდეგ ცოცხალი იპოვნეს. იტალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ სულ უფრო მცირდება ნანგრევებში ცოცხალი ადამიანების პოვნის ალბათობა. პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის განცახდებით, სამაშველო სამუშაო კიდევ ორ დღეს გასტანს. ბერსლუკონის ბრძანებით ხელისუფლება უსახლკაროდ დარჩენილ ათასობით ადამიანს კარვებით, საველე სამზარეულოებითა და საკვებით უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG