Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის შიიტურ ტაძართან აფეთქებამ 7 ადამიანი იმსხვერპლა


ბაღდადში შიიტური ტაძრის მახლობლად აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 23. საქმე ეხება მუსა ალ-კაზიმის მეჩეთს, რომელიც ბაღდადში შიიტების უმნიშვნელოვანესი სალოცავია. ორშაბათს ბაღდადის უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ უბნებში 6 დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 34 ადამიანი, 140-მდე დაიჭრა. პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი ბოლო პერიოდის აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს ალ-ყაიდას, აგრეთვე ყოფილი მმართველი პარტიის, ბაათის მომხრეებს.
XS
SM
MD
LG