Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: მოლდავეთში არეულობა "დიდი რუმინეთის" მომხრეთა მოწყობილია


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდავეთის სუვერენობის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებად მოიხსენია არეულობა ამ ქვეყანაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებლობას აკისრებს ძალებს, რომლებიც მოლდავეთის რუმინეთთან გაერთიანებას ემხრობიან და არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ “ძალადობის ორგანიზატრობს ბევრი რუმინული დროშა ეჭირათ”. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ “ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და აღდგება საზოგადოებრივი და კონსტიტუციური წესრიგი”. საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, მოლდავეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუმინეთის ელჩი ამ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG