Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალელმა მეკობრეებმა აშშ-ის დროშით მცურავი გემი გაიტაცეს


სომალელმა მეკობრეებმა ხელთ იგდეს დანიის კუთვნილი გემი, რომელიც შეერთებული შტატების დროშით ცურავდა სომალის სანაპიროსთან. შეერთებული შტატების მეხუთე ფლოტის პრეს-მდივან ნათან შეფერის განცხადებით, ხომალდი, რომლის სახელწოდებაც ჯერ არ დაუსახელებიათ, სატვირთო გემია და შესაძლებელია, მასზე ამერიკელი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG