Accessibility links

შსს საპროტესტო აქციების მონიტორინგს განახოცრიელებს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური ცენტრი, რომელიც 9 აპრილიდან საპროტესტო აქციების მონიტორინგს განახორციელებს. როგორც ჟურნალისტებს უთხრა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა, პოლიციის ხელმძღვანელები და უცხოელი დიპლომატები იმუშავებენ მონიტორინგის ”ცენტრალურ შტაბში”, ექნებათ შესაძლებლობა თბილისის ცენტრში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით ადევნონ თვალი მოვლენებს. იუწყებია აგრეთვე, რომ ცხრა აპრილს, რომელიც უქმე დღეა, პარლამენტი დახურული იქნება, როგორც თანამშრომლებისათვის, ისე მედიის წარმომადგენლებისთვის. ხოლო 10 აპრილს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეზღუდული იქნება საკანონმდებლო ორგანოში დაშვება. შეზღუდული იქნება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 10 აპრილს არ არის დაგეგმილი სესია და არც საკომიტეტო მოსმენები.

XS
SM
MD
LG