Accessibility links

იტალიაში მიწისძვრის მსხვერპლმა 260-ს მიაღწია


იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის განცხადებით, ორშაბათს აბრუცოს რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 260-ს მიაღწია, კარვებშია მოთავსებული უსახლკაროდ დარჩენილი 17 ათასზე მეტი ადამიანი. სამშაბათს სამაშველო სამუშაოები გაართულა ძირითადი მიწისძვრის შემდგომმა ბიძგებმა, რომელთა შედეგადაც აბრუცოს რეგიონში კიდევ უფრო მეტი შენობა ჩამოინგრა. იტალიის ხელისუფლები აღიარებენ, რომ თითქმის ამოწურულია გადარჩენილების პოვნის იმედი. პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის განცხადებით, სამაშველო სამუშაოები კიდევ ორი ან მეტი დღე გაგრძელდება, მანვე გასცა განკარგულება, შეიქმნეს კარვების ბანაკი ათასობით უსახლკაროდ დარჩენილის თავშესაფრით უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG