Accessibility links

საარჩევნო კომისია მოლდავეთის არჩევნების შედეგებს ადასტურებს


მოლდავეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც კომუნისტებმა 60 ადგილი მოიპოვეს - ერთით ნაკლები, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტის ასარჩევადაა საჭირო. არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას ხუთშაბათს ქვეყანაში არეულობა მოჰყვა. დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავებულია 270. მოლდავეთის პრეზიდენტმა არეულობაში მეზობელი რუმინეთი დაადანაშაულა და ბუქარესტს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დასდო ბრალი.
XS
SM
MD
LG