Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ პანაშვიდს პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები დაესწრნენ


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი ჩაატარა. პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის და პარლამენტის წევრები და ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პანაშვიდი დასრულების და ილია მეორის წასვლის შემდეგ ოპოზიციონერებმა მიხეილ სააკაშვილი ”წადი, წადის” შეძახილებით გააცილეს.

”როგორი განსხვავებული აზრებიც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ გვაქვს ერთი რამ, ეს არის სამშობლო. ჩვენ გვინდა სამშობლოს ერთიანობა; გვჭირდება სამშობლოს ერთიანობა; ჩვენი თავისუფლების ბრძოლის დაგვირგვინება; თანამედროვე დემოკრატიულ-ევროპულ სახელმწიფოს ჩამოყალიბება...” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან.

“სააკაშვილმა იმიტომ გაბედა აქ მოსვლა, რომ პატრიარქთან ერთად არ ვიტყოდით იმას, რისი ღირსიც იყო. ვფიქრობთ, ჩვენ მართლმადიდებლურად მოვიქეცით” - თქვა პანაშვიდის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ.
XS
SM
MD
LG