Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთიდან რუსეთში გაზის ექსპორტი შეჩერებულია


თურქმენეთში გაზსადენზე აფეთქების შედეგად შეწყვეტილია რუსეთში თურქმენეთის გაზის ექსპორტი. თურქმენეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქება მოხდა თურქმენეთ-უზბეკეთის საზღვრის მახლობლად და სარემონტო სამუშაოებს, სულ ცოტა, სამი დღე დასჭირდება. თურქმენეთი წლიურად 50-მდე მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის რუსეთს. კომპანია “გაზპრომს” ეს გაზი სჭირდება ევროპისთვის მისაწოდებლად, რადგან თვით “გაზპრომის” საბადოების უმრავლესობა დაძველებულია და რესურსებს კარგავს, ხოლო ახალი საბადოებიდან გაზის ექსპორტი 2015 წლამდე არ არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG