Accessibility links

logo-print

თბილისში და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს


საქართველოს რამდენიმე ქალაქში დემონსტრაციები მიმდინარეობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. თბილისში, გავრცელებული ინფორმაციით, ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის შენობასთან. ჩვენი კორესპონდენტის შეფასებით, შეკრებილების რიცხვი 100 ათასს აღწევს. დღესვე საქართველოში აღნიშნავენ საბჭოთა ჯარისკაცების მიერ თბილისში დემონსტრაციის დარბევის მე-20 წლისთავს. 1989 წლის 9 აპრილს სულ ცოტა 16 ადამიანი დაიღუპა. დღევანდელი საპროტესტო აქციების დაწყებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა “როიტერსს” განუცხადა, რომ საქართველოში რევოლუცია არ მოხდება. მერაბიშვილის თქმით, დემონსტრაციების მსვლელობაში პოლიციელები ადგილზე იქნებიან, მაგრამ საქმეში არ ჩაერევიან, სანამ დემონსტრაციები მშვიდობიანი იქნება.
XS
SM
MD
LG