Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ის მზად არის ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკებისთვის


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ ღიაა ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკებებისთვის, თუ ისინი “სამართლიანობასა” და “პატივისცემაზე” იქნება დაფუძნებული. ამ შინაარსის განცხადება აჰმადინეჟადმა გააკეთა ქალაქ ისპაჰანში, სადაც გაიხსნა ირანის პირველი ქარხანა ატომური ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი ბირთვული საწავავის საწარმოებლად. აჰმადინეჟადის თქმით, ირანმა წარმატებით გამოსცადა ორი ახალი ცენტრიფუგა. დასავლეთის მთავრობები შიშობენ, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას შესაძლოა მოჰყვეს ატომური იარაღისთვის გამოსადეგი მასალების დამზადება. ირანი უარყოფს ბრალდებას, თითქოს ატომური იარაღის შექმნას ცდილობდეს.

XS
SM
MD
LG