Accessibility links

რუსეთს თურქმენეთიდან გაზის მიწოდება შეუწყდა


გაზსადენზე მომხდარი აფეთქების გამო თურქმენეთიდან რუსეთისკენ ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. თურქმენეთის ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება მოხდა თურქმენეთ-უზბეკეთის საზღვართან ახლოს და გაზსადენის შეკეთებას სულ ცოტა ორი-სამი დღეს დასჭირდება. თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფეთქება ”გაზპრომის” შვილობილი კომპანიის მიერ დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. თურქმენეთი რუსეთში წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს ახორციელებს. რუსეთის კომპანია ”გაზპრომს” თურქმენეთის გაზი სჭირდება ევროპაში გასაყიდად, რადგან ”გაზპრომის” მფლობელობაში არსებული საბადოები მოძველდა და მათში მარაგები მცირდება. ახალი საბადოებიდან ექსპორტი კი 2015 წლამდე ვერ მოხერხდება. ”გაზპრომის” განცხადებით გაზსადენზე აფეთქება არ მოახდენს ზეგავლენას ევროპელი მომხმარებლების მომარაგებაზე.
XS
SM
MD
LG