Accessibility links

logo-print

რობერტ ვუდი თბილისის დემონსტრაციაზე კომენატრს აკეთებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გუშინ გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე საქართველოს შესახებაც დაისვა შეკითხვა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერიმა - რობერტ ვუდმა განაცხადა: ”თბილისში ჩვენი საელჩოდან შევიტყეთ, რომ დემონსტრაციები მშვიდობიანად წარიმართა. როგორც ვიცი, არის ცნობები დაკავებების შესახებ, თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია ამ ცნობების საფუძვლიანობის დადასტურება. აქვე, მიგითითებდით ჩემს მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე” - განაცხადა გუშინ რობერტ ვუდმა. 8 აპრილს ვუდმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: ”მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და 9 აპრილის საპროტესტო აქციის ყველა მონაწილეს უზრუნველყონ დემონსტრაციების მშვიდობიანად და ძალადობის გარეშე წარმართვა. მშვიდობიანი პროტესტი ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი და პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის განუყოფელი და მისაღები გზა. დემოკრატიის მშენებლობას ხელს შეუწყობდა ყველა პოლიტიკური ძალის დიალოგში ჩართვა, ვალდებულებების შესრულება, თანამშრომლობა დემოკრატიული რეფორმების რთულ საქმეში, მათ შორის - საარჩევნო კოდექსზე, სასამართლოს საკითხზე, მედიის დამოუკიდებლობაზე. შეერთებული შტატები მზად არის განაგრძოს და კიდევ უფრო გააღრმავოს ამ რეფორმებისადმი მხარდაჭერა. ისინი აუცილებელია საქართველოს როგორც დემოკრატიის წარმატებისთვის, სადაც ამომრჩევლები განსაზღვრავენ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს” - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG