Accessibility links

logo-print

ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა


9 აპრილის საპროტესტო აქცია

9 აპრილის საპროტესტო აქცია

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. მათი ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად საღამოს 6 საათიდან რამდენიმე მიმართულებით მსვლელობები დაიწყება. გზები გადაიკეტება საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ავლაბარში.

9 აპრილის აქციის ორგანიზატორი პარტიების ლიდერებმა პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართვა გაუგზავნეს, რომელზე რეაგირებისთვისაც მას 24-საათიანი ვადა მისცეს. გუშინდელ მიმართვაში აღნიშნულია: ”დღეს აქ მოვიდა ხალხი, რათა ხელისუფლებას შეახსენოს, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება. აქ შეკრებილი საზოგადოება მისგან მოითხოვს, მოიქცეს ადეკვატურად და შეასრულოს ხალხის ნება. ეს არის უკანასკნელი შანსი ხელისუფლებისთვის, დადგეს პირად ინტერესებზე მაღლა და მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, მისცეს ხალხს საშუალება, განახორციელოს ხელისუფლების კონსტიტუციური გზით მშვიდობიანად შეცვლა და ამით მოგვცეს საშუალება, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ღირსეული და ცივილიზებული ერი”.

გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა: ”მათი მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება საფუძველი იმისი, რომ რეალურად ეს პოლიტიკური ვითარება და კრიზისი განიმუხოტს. თუკი იქნება იგნორირება, ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო გაზრდის წინაღობას ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, გაზრდის უნდობლობას და პოლიტიკური კრიზისი ბევრად უფრო დამძიმდება”, - აღნიშნა ალასანიამ.
XS
SM
MD
LG