Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: რაზე უნდა წარიმართოს დიალოგი


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დღეს, საქართველოს ხელისუფლებასა და თურქეთის კომპანია ”ანადოლუ ჯგუფს” შორის ფარავნის ტბაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ის პრობლემებიც აღნიშნა, რაც მოქალაქეების უკმაყოფილებისა და საპროტესტო აქციებზე გამოსვლის მიზეზს წარმოადგენს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ თვითონაც შეწუხებულია მოსახლეობის სიდუხჭირის, ეკონომიკური სირთულეებისა და ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემების გამო.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეების დაძლევა მოქალაქეებისა და პოლიტიკური ძალების ერთიანობას მოითხოვს მთავარ საკითხებთან დაკავშირებით:

”ეს მოითხოვს დიალოგს და ჩვენი მხრიდან ყოველთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, ბოლო წლის განმავლობაში იყო გამოხატული მზაობა დიალოგისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი საკითხი ამ დიალოგის მეშვეობით გადავწყვიტეთ, დაკავშირებული საკითხები ქვეყნის რეფორმირებასთან, სიტყვის თავისუფლებასთან, დემოკრატიული სისტემის დახვეწასთან და მთავარი, რაზეც ახლა უნდა ვილაპარაკოთ და რაზეც უნდა იყოს დიალოგი, არის ის, როგორ გავცეთ პასუხები კითხვებს ჩვენი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე. ეს კითხვებია: როგორ დავძლიოთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი; როგორ შევქმნათ და გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები და დღეს ამ კითხვას ვცემთ აქ ყველანი პასუხს; როგორ უზრუნველყვოთ ქვეყნის უსაფრთხოება და როგორ უზრუნველვყოთ უცხო ჯარების გასვლა, საქართველოს დეოკუპაცია და უცხო ჯარების გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან; როგორ მოვახდინოთ პოლიტიკური სისტემის უფრო მატად რეფორმირება გახსნილობისკენ, სტაბილურობისკენ, დემოკრატიული დიალოგისკენ და როგორ დავხვეწოთ სასამართლო სისტემა ისე, რომ საქართველო იყოს უფრო სამართლიანი ქვეყანა და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს სამართლიანობის ბევრად მეტი განცდა.”
XS
SM
MD
LG